ბათუმში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 19,096 გრ ჰეროინი და 0,45 გრ მეტადონის მარილი ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ […]
↧