იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. […]
↧