აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi’’-ს ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგდამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი [კვალგამყვანი], კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და სეგმენტურთათებიანი სათიბელათი. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლეში ფერმერებს თანაგადახდის პრინციპით [ღირებულების 30%] წელს 79 ერთეულ მოტობლოკს მისაბმელ ურიკასაც გადასცემენ. შესყიდული […]
↧