მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 21 მაისს, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის პირველ საათამდე ღია იქნება. „ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება“ – აცხადებს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2005 წლიდან ევროსაბჭოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა აქცია „ღამე მუზეუმში“. „საქართველოს კულტურისა და […]
↧