დღეს 21 მაისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში 15:00 საათზე, ბამბუკების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება თხუთმეტი სახეობის ბამბუკი და მისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები, სუვენირები, რომელთა შეძენა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. „ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა კერძები“-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დასწრება თავისუფალია (ჩაქვის სალაროს მხრიდან).
↧