დაბა შუახევისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე „უპატრონო, მაწანწალა ცხოველების დაჭერასა და თავშესაფარში გადაყვანაზე“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შუახევსა და ხიჭაურში სულ 88 უპატრონო ძაღლის დაჭერასა და მათ ქ. ბათუმში, უპატრონო ცხოველების თავშესაფარში გადაყვანისთვის, მუნიციპალიტეტი მაქსიმუმ 5 ათას ლარს გადაიხდის. „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თავშესაფრის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. […]
↧