„ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ა.ჩ.-მ. მას სიდედრზე ძალადობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, სიძემ სიდედრი ზედიზედ ორჯერ სცემა – 22 მარტს მან არასრულწლოვნის თანდასწრებით პლასტმასის მილი ჩაარტყა დაზარალებულს, 23 მარტს კი სახის არეში სცემა ხელის მრავალჯერადი დარტყმით. სიძე სიდედრთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა. საქმის არსებით განხილვამდე მოსამართლემ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის […]
↧