აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი, სასტუმრო „დივან სუითი“-ს ტრენერმა ჯეირან ბეჟანიძემ სასტუმროებისა და კვების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარა. ძირითადი აქცენტი სასტუმროებსა და კვების ობიექტებში დასუფთავების ხარისხის ამაღლებაზე და მინიმალური სტანდარტების დამკვიდრებაზე გაკეთდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ჩაატარებს. […]
↧