ბათუმში, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპედს ავტომანქანა დაეჯახა. მოპედს მცირეწლოვანი მართავდა. ის დაშავდა. „დაშავებული დაახლოებით 12 წლამდეა, მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
↧