მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მწერლებისთვის გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, საკონკურსო კომისიაში სულ 72 მოთხრობაა შესული. საუკეთესო ათეული 21 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებული ავტორები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების […]
↧