გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერულ ჰაერში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია გაზომა. სააგენტოს ცნობით, შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა. გასული კვირის განმავლობაში ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, მომატებული იყო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასრული წვის შედეგად […]
↧