მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ფარნავაზ მეფისა (ყოფილი ტელმანი) და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, სადაც მისი საცხოვრებელი სახლია, კორპუსის მშენებლობით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძეა დაინტერესებული. შეთახმებისას წარმოქმნილი პრობლემების გამო კი, მას დეპუტატი ემუქრება. თავად მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს. გულნარა გოგიას თქმით, გასული წლის ბოლოს მასთან ინვესტორი მივიდა და საცხოვრებელი სახლის დათმობის სანაცვლოდ ახალ კორპუსში ბინა შესთავაზა: […]
↧