ამერიკული სამხედრო ტექნიკა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016-ისთვის უკვე საქართველოშია. ამ სწავლების სახელი „ღირსეული პარტნიორი“ შემთხვევით არ შერჩეულა… ეს სახელი, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიმსახურეს. წვლილისთვის, ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება ეხმარება საქართველოს ღირსეულად მოემზადოს მომავალ მრავალეროვნულ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლებით ძლიერდება თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის […]
↧